"აბორტების რაოდენობა 39 000-დან 12 000-მდე შემცირდა და ვფიქრობ, ეს ქადაგებების შედეგია - რაც შეეხება კანონმდებლობას..." - რა თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე?
ყოველთვის აკეთებდა ეკლესია განსაკუთრებულ აქცენტს აბორტზე და ამას აქვს კონკრეტული შედეგები - რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე, თუ რაიმე შეიძლება შეიცვალოს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ამ ტენდენციის გაუმჯობესებას, ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ქადაგება, რომელიც საზოგადოებამ 17 მაისს, პატრიარქისგან მოისმინა.