"ნორმის საზღვრებს დიდი ხანია გასცდა, ახლა უკვე არანორმალურობის ფარგლებსაც სცდება ეს ყველაფერი!" - ირმა სოხაძე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის ტროტუარზე დგომისთვის მისჯილ პატიმრობას ეხმაურება
"ნორმის საზღვრებს დიდი ხანია გასცდა, ახლა უკვე არანორმალურობის ფარგლებსაც სცდება ეს ყველაფერი! არ ვიცი რა ვთქვა.აღარ მაქვს სიტყვები" - ასე ეხმაურება მომღერალი ირმა სოხაძე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის ტროტუარზე დგომისთვის მისჯილ პატიმრობას.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.