ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ შეანგრია ავტომობილმა საპატრიარქოს ეზოს ჭიშკარი და შევარდა ეზოში
ტელეკომპანია "რუსთავი 2" საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.
ცნობისთვის, საპატრიარქოს ეზოსთან მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი პირი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
საპატრიარქოს ეზოში ვტომობილი გუშინ შევარდა და ჭიშკარი შეანგრია.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბოთლებს ისროდა და იგინებოდა.
"აქედან პირდაპირ შევარდა, შეანგრია ჭიშკარი, თანამშრომლის მანქანა დგას აქ და იმას დაეჯახა. ჩვენ ოთახებში ვიყავით, ძალიან ძლიერი დაჯახება იყო. მანქანიდან ბოთლებს ისროდა და იგინებოდა", - აცხადებს საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომელი.