loader

"უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

"მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების თვითორგანიზებული ჯგუფის ინიციატივას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების შესახებ. უფალს ჩვენს იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს განსაკუთრებულად უყვარდა ბავშვები მათი უბიწოებისა და გულკეთილობის გამო. მაცხოვარი ეალერსებოდა და

ლოცავდა მათ. ბრძანა უფალმა: ვინც ერთ ასეთ ყრმას შეიწყნარებს ჩემი სახელით, თავად მე შემიწყნარებს. უფალი ასევე მიგვითითებს, არ შეიძლება ყრმების აბუჩად აგდება, რადგან მათი ანგელოზები ცაში მარად ხედავენ ჩემი ზეციური მამის სახეს.უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს, იქნებიან ესენი ბიზნესის თუ

კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვისაც ღვთის შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი, ჩავერთოთ ამ მოძრაობაში.ბიზნესის სექტორს ასევე თავად შეუძლია დააორგანიზოს მსგავსი მარათონი.მოგეხსენებათ, დრო გადამწყვეტი ფაქტორია.ამრიგად, გავერთიანდეთ ამ ღვთისთვის სამადლო საქმეში და ამ სიკეთის ქმნით

შევეწიოთ საკუთარ სულებსაც. პატივისცემით გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის." - წერს სოციალურ ქსელში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.

დაიცავი ილიაუნის ლაივ მარათონში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 1 000 000 მილიონი ლარი უკვე შეგროვდა. მარათონი ლაივ რეჟიმში ამ

წუთებშიც მიმდინარეობს, თანხა კი ყოველწუთიერად იზრდება. დიუშენის მქონე ბავშვებისთვის მხარდასაჭერ კამპანიას შეუერთდნენ სხვადასხვა კომპანიებიც.