loader

ავარია ბათუმში: ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა; ადგილზე სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული - რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ბათუმში: ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა; ადგილზე სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.დაშავდა ერთი ადამიანი.

იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: "ბათუმელები"