მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ალიანსის მიერ დაანონსებულ ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს.
თუ არ მოგვწონს საქართველოს უკიდურესი დამცირება და განადგურება, ვეწინააღმდეგებით ამ რეიმს, უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი.
მეც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ როცა საქმე სახალხო გამოვლინებას ეხება, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს.
მთავარია ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. მე გავაგრძელებ ჩემი გულწრფელი აზრის შემდგომშიც ხმამაღლა გამოთქმას." - წერს მიხეილ სააკაშვილი.