"ჩვეულებრივ მუშაობს კაფე-ბარები..." - ვრცელდება საგანგაშო ვიდეოკადრები
ფეისბუქ ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" მოქალაქე ავარიული შენობის კადრებს ავრცელებს
"ასეთ დატვირთულ ქუჩაზე შეიძლება ასეთი ავარიული შენობა იყოს უყურადღებოდ და მერე რამე რომ ხდება თავში წავიშინოთ ხელები და დავიწყოთ დამნაშავეების ძებნა.
დაბლა ჩვეულებრივ მუშაობს კაფე ბარები და უამრავი ტურისტი თუ ჩვენი მოქალაქე გადაადგილდება, აღარაფერს ვამბობ იმათზე ვინც მანდ მუშაობს და ამას უყურებს ყოველდღე…" - წერს მოქალაქე.