loader

რუსთაველი გამზირზე, იქ სადაც ცოტახანში აქციაა დაანონსებული ახალდაქორწინებული წყვილი მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველი გამზირზე, იქ სადაც ცოტახანში აქციაა დაანონსებული ახალდაქორწინებული წყვილი მივიდა

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც ცოტახანში აქციაა დაანონსებული ახალდაქორწინებული წყვილი მივიდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან "ოპოზიციური ალიანსის" მიერ ორგანიზებული მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და პლაკატებით პარლამენტის შენობის მიმართულებით დაიძრნენ.

ადგილზე იმყოფებიან "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები, რომელთათვისაც "ქართული ოცნების" დღევანდელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა მიუღებელია.

როგორც "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები აცხადებენ, მათ აქციისთვის განკუთვნილი აპარატურის განთავსების უფლება საბოლოო ჯამში არ მისცეს, თუმცა ისინი შეეცდებიან შეკრებილ მოქალაქეებს საკუთარი ხმა მაინც გააგონონ.