რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - კადრები ადგილიდან
პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით თსუ-ს პირველი კორპუსიდან მივიდნენ. მათ გააჟღერეს საქართველოს ჰიმნი, ხელში კი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ.
აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტთან მივიდნენ: „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი პარტიების ლიდერები, წარმომადგენლები და მოქალაქეები.
ოპოზიციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ხმის გამაძლიერებლებს მიიტანენ პარლამენტის შენობასთან და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ.