loader

თბილისში 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, 15 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ბოლოს კამერამ გუშინ, 21:59 სთ-ზე, საირმის ქუჩაზე, ხელოვნების სკოლასთან დააფიქსირა.

ბიჭის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც შსს-ში ამბობენ, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"დაკარგულია 15 წლის მოზარდი! მოზარდი ბოლოს კამერამ საირმის ქუჩაზე, 21:59 სთ-ზე, ხელოვნების სკოლასთან დააფიქსირა. ამის შემდეგ მისი კვალი აღარ ჩანს. ტელეფონი გამორთულია და ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. თუ ვინმეს გინახავთ, შეგიმჩნევიათ ან გაქვთ კამერის ჩანაწერი, ან ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება დაგვეხმაროს, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ" - ნათქვამი იყო გავრცელებულ ინფორმაციაში.