პროკურატურა სამართალდამცველების მიერ მოქალაქეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ - ქვე პუნქტით გამოძიება დაიწყო.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.