ვრცლედება კადრები, როგორ ტოვებს პოლიციელების მიერ ნაცემი ახალაგაზრდა კაცი წინაწარი მოთავსების იზოლატორს
პოლიციელების მიერ სასტიუკად ნაცემმა ახალაგაზრდა კაცმა გორის წინაწარი მოთავსები ისზოლატი დატოვა - კადრებს "TV პირველი" ავრცელებს.
პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუს“ მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმთ, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის მუქარით.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.