ქალი, რომელიც გუშინ, მე-5 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ქალი, რომელიც გუშინ, ახალციხეში, მე-5 სართულიდან გადმოვარდა, კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობირივი მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა კოსტავას ქუჩაზ, ე.წ. ხუთსართულიანების დასახლებაში მოხდა.
როგორც კლინიკა "იმედში" ამბობენ, ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა.
"შემოიყვანეს ცოცხალი, მაგრამ უგონო მდგომარეობაში იყო. ჩაუტარდა კვლევები, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა",- განუცხადა სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა "სამხრეთის კარიბჭეს".
გარდაცვლილი ლია გელაშვილია.