loader

"ეხება თითქმის ყველა მოქალაქეს“ - ფიზიკური პირების მიერ უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხზე გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეხება თითქმის ყველა მოქალაქეს“ - ფიზიკური პირების მიერ უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხზე გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ფინანსთა სამინისტრომ ფიზიკური პირების მიერ უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხზე საჯარო გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, სამინისტრო განმარტავს, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უძრავი ქონება იმისთვის, რომ საცხოვრებელ ბინად/სახლად ჩაითვალოს და მეპატრონე ქონების რეალიზაციის დროს, ნაცვლად 20%-ისა, მხოლოდ 5%-იანი განაკვეთით დაიბეგროს.

როგორც გადაცემა „დილის მონეტიზაციაში" Nexia Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით მამრიკიშვილმა განმარტა, აქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მექანიზმთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული საჯარო გადაწყვეტილება დამაზუსტებელი ხასიათისაა და არსებული ნორმების მკაფიო განმარტებას ისახავს მიზნად.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებით ზუსტდება, აქტივის რეალური სტატუსი, რომლის საფუძველზეც, ქონების გასხვისების დროს, მესაკუთრის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება.

დავით მამრიკიშვილის განმარტებით, აღნიშნული მიდგომა კოდექსში აქამდეც არსებობდა და სპეციალისტები სწორედ ამის მიხედვით ხელმძღვანელობდნენ.

როგორ დაიბეგრება აპარტამენტებისა და ბინების გაყიდვა - ფინანსთა სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილება ვრცლად იხილეთ...