"ხელისუფლების მხარდამჭერებს ვურჩევ, სანამ მათთანაც არ მიუკაკუნებიათ, სულ 5 წუთით დარჩნენ საკუთარ სინდისთან პირისპირ და ამ კითხვებზე გასცენ პასუხი" - რას წერს გია ხუხაშვილი?
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოცილაურ ქსელში ეხმაურება.
"იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ გორში მომხდარი ფაქტის სიმძიმე, უნდა დავსვათ სწორი კითხვები:
შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა, როდესაც "სამართალდამცავმა" სისტემამ ჩათვალა, რომ ერთ-ერთ მათგანს ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა და დასჯა გადაწყვიტეს?
როდესაც ყველა იქ მყოფი პოლიციელი თავს ვალდებულად თვლიდა ერთი წიხლი თვითონაც ჩაეზილა, იყო თუ არა ეს ე.წ. ციხის კადრების ანალოგიური სისტემური დანაშაული?
რომ არა გადაღებები, ვიხილავდით თუ არა დღეს დაზარალებულს მძიმე ბრალდებებით გისოსებს მიღმა?
დღესაც ცდილობს თუ არა პოლიციური სისტემა მძიმე დანაშაულის შემსუბუქებას და ჩაფარცხვას მინიმალური პასუხისმგებლობით, როგორც ეს ისევ და ისევ გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?
ყველას, პირველ რიგში, ხელისუფლების მხარდამჭერებს ვურჩევ, სანამ მათთანაც არ მიუკაკუნებიათ - საკუთარ კონფორმიზმს "გირგვლიანით" და "ციხის კადრებით" რომ ამართლებენ, სულ 5 წუთით დარჩნენ საკუთარ სინდისთან პირისპირ, ამ კითხვებზე გასცენ პასუხი და ყველაფერი ცხადი გახდება" - წერს ხუხაშვილი.