loader

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც თელავში შემზარავ ავარიას ემსხვერპლა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც თელავში შემზარავ ავარიას ემსხვერპლა?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯუ­ღა­ან­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ერთი კი და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით ორი პირი გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, ეზოს გა­ლა­ვანს შე­ე­ჯა­ხა და ამობ­რუნ­და. და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა სო­ფელ არ­თა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი 33 წლის სოსო ჩა­ხუ­ტაშ­ვი­ლია. და­შა­ვე­ბუ­ლი დაჩი ბეჟა­ნიშ­ვი­ლი. ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტარ­დე­ბა. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

გლო­ვაა სო­ფელ არ­თა­ნა­ში. ყვე­ლა გა­ნიც­დის ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვას.

“სოსო ჩემი სოფ­ლე­ლია, ჩემი ძმის­შვი­ლის კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო, უდი­დეს პა­ტივს სცემ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ჩემი ძმის­შვი­ლიც, ზუ­კაც გარ­დაც­ვლი­ლია და სოსო ჩვე­ნი ოჯა­ხის ხში­რი სტუ­მა­რი იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდა იყო, მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან ეს ბავ­შვი. თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ ამ ამ­ბით. ბო­ლოს რომ ვნა­ხე, ხუ­ჭუ­ჭა თმებ­ზე მო­ვე­ფე­რე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სიჩ­ქა­რეა ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი. გვერ­დით სო­ფელ­ში მი­დი­ოდ­ნენ, თურ­მე საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, შე­ე­ჯა­ხა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ღო­ბეს და თურ­მე ამოტ­რი­ალ­და მან­ქა­ნა. დატ­რი­ალ­და ეს დიდი უბე­დუ­რე­ბა.

მას­თან ერ­თად იყო დაჩი ბეჟა­ნიშ­ვი­ლი, ის თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და რო­გორც მი­თხრეს, გა­დარ­ჩა. სა­უ­ბე­დუ­როდ, სოსო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლაო, და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი ბიჭი იყო, უნდა ყო­ფი­ლი­ყო ბედ­ნი­ე­რი და ეს მწა­რე რე­ა­ლო­ბაა. უსი­ტყვო, უთ­ქმე­ლი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ბიჭი იყო. რომ გარ­და­იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნი, მას­ზე კარ­გს იძა­ხი­ან, მაგ­რამ და­მერ­წმუ­ნეთ, ჩვე­ნი სოსო მარ­თლა სა­უ­კე­თე­სო ბიჭი იყო. ზედ­მეტ ხმას ვერ გა­ი­გებ­დი, რომ გე­სა­უბ­რე­ბო­და, თვა­ლე­ბი უციმ­ცი­მებ­და, სი­ცო­ცხლით სავ­სე იყო, ოჯა­ხის შვი­ლი, ყვე­ლას უყ­ვარს ეს ოჯა­ხი სო­ფელ­ში. თა­ნა­ვუგ­რძნობ მათ ამ უდი­დეს ტრა­გე­დი­ას. სო­სოს დედა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს, გა­მორ­ჩე­უ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი არ­თა­ნა­ში ყვე­ლა იც­ნობს ჩა­ხუ­ტაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს, მომ­ღერ­ლე­ბის ოჯა­ხია. სო­სოს პაპა და ბე­ბი­ე­ბი სოფ­ლის ან­სამ­ბლში იყ­ვნენ. სა­ოც­რად მღე­როდ­ნენ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა