loader

ცნობილია ბათუმში მოკლული მამაკაცის ვინაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ბათუმში მოკლული მამაკაცის ვინაობა

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

Palitravideo-სთვის ცნობილი ხდება, ბათუმში სროლის შედეგად მოკლული მამაკაცის ვინაობა.

მოკლული, ბათუმში მცხოვრები 45 წლის როლიკა დავითაძეა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

"ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა... 8 ჭრილობა მიაყენეს კაცს. სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს, ტირილი დაიწყეს" - ამბობენ ბათუმში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები გამოცემა "აჭარა თაიმსთან" საუბრისას.