loader

“არანაირი მიზეზი არ გვაქვს, არც სავარაუდო, რატომ ესროლეს, "ჯეოსელში" მუშაობდა” - რას ჰყვება ბათუმში მოკლული მამაკაცის ოჯახის ახლობელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არანაირი მიზეზი არ გვაქვს, არც სავარაუდო, რატომ ესროლეს, "ჯეოსელში" მუშაობდა” - რას ჰყვება ბათუმში მოკლული მამაკაცის ოჯახის ახლობელი?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

Palitravideo-სთვის ცნობილი ხდება, ბათუმში სროლის შედეგად მოკლული მამაკაცის ვინაობა.

მოკლული, ბათუმში მცხოვრები 45 წლის როლანდ (როლიკა) დავითაძეა.

შემთხვევა შუადღეს ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.

Palitravideo-ს ოჯახის ახლობელი უყვება, რომ როლიკა დავითაძემ მეუღლე და შვილი სალონში მიაცილა, რა დროსაც ესროლეს.

"სალონში მიაცილა ცოლი და შვილი, იქვე სალონის წინ ესროლეს. მეუღლე და შვილი კარგად არიან. არანაირი მიზეზი არ გვაქვს, არც სავარაუდო, რატომ ესროლეს. "ჯეოსელში" მუშაობდა," - უყვება ოჯახის ახლობელო palitravideo-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს