რას წერს სამირა ბაირამოვა ბოლნისში მომხდარ უმძიმესს დანაშაულზე? - "დედამ 7 წლის შვილი მოკლა, უფრო საშინელი კი ის არის, რომ ოჯახის წევრები ამის დამალვას ცდილობდნენ"
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ბოლნისში მომხდარ შემზარავ დანაშაულს ეხმაურება.
"ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა. არ ვიცი, რა მოხდა და რამ გამოიწვია ეს ტრაგედია. უფრო საშინელი კი ის არის, რომ ოჯახის წევრები ამ მკვლელობის დამალვას ცდილობდნენ" - წერს სამირა ბაირამოვა.
დანაშუალის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ Aktual.ge-მ დღეს გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა გუშინ ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში მოხდა - 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.
გამოცემა წერს, რომ ფაქტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს.