"საოცრებაა, რუსთაველის მეტროში ეს თუ შესაძლებელი იყო, ნამდვილად არ ვიცოდი" - რუთაველის მეტროთი შესაძლოა, ყოველ დღე მგზავრობთ, თუმცა ამის შესახებ აქამდე არ იცოდეთ
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
თბილისის მეტროსადგურ „რუსთაველში“ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ჩადის, თუმცა ბევრმა არც კი იცის, რომ ბაქანზე, ერთ-ერთ სვეტში, შესაძლოა, მილიონობით წლის წინანდელი ისტორია იმალებოდეს.
ამბობენ, რომ თუ მეტროს შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, მესამე სვეტთან გაჩერდებით, წითელ მარმარილოში უცნაურ ნიჟარას დაინახავთ. ლეგენდის მიხედვით, მას მაგიური ძალა აქვს - სურვილებს ასრულებს.
წლებია, ამ ადგილს სტუდენტები და შეყვარებულები აკითხავენ. ტრადიცია მარტივია: ნიჟარას ცერა თითი უნდა შეახო 3ჯერ დაატრიალო, სურვილი ჩაიფიქრო და დაელოდო.
თუმცა მისტიკური ამბების მიღმა სრულიად რეალური ისტორია დგას. პალეონტოლოგების შეფასებით, მეტროს სვეტში არსებული ნიჟარა მილიონობით წლის წინანდელი მოლუსკის ნამარხია. სხვადასხვა წყაროში მისი ასაკი 80-დან 400 მილიონ წლამდეა შეფასებული.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ „რუსთაველის“ სადგური ჭიათურის წითელი მარმარილოთია მოპირკეთებული, ხოლო მსგავსი ნამარხები საქართველოში არაერთ რეგიონში გვხვდება — განსაკუთრებით რაჭა-ლეჩხუმში.
უძველესი დროიდან ადამიანები ნიჟარებს განსაკუთრებულ ძალას მიაწერდნენ. სჯეროდათ, რომ ის ნეგატიური ენერგიისგან იცავდა ადამიანს, აძლიერებდა ნებისყოფას და ოჯახურ ჰარმონიას ქმნიდა. სპირალური ფორმა კი სიცოცხლის უწყვეტობისა და განვითარების სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
ასე რომ, თუ ოდესმე მეტროსადგურ „რუსთაველში“ მოხვდებით, შესაძლოა, ჩვეულებრივ სვეტთან რამდენიმე წამით შეჩერდეთ კიდეც. იქნებ მილიონობით წლის ნამარხში ადამიანები მხოლოდ ისტორიას კი არა, იმედსაც ხედავენ.
![]()
