დიდი სიურპრიზი - თბილისი 2015 წლის უეფას სუპერთასის მასპინძელი [პრომო ვიდეო]
უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამის შესახებ განცხადება კიევში, უეფა-ს კონგრესის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ გააკეთა.
სუპერთასის მასპინძლობის საკითხზე უეფა-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები წელიწადნახევარზე მეტხანს მიმდინარეობდა. ევროტურნირების საუკეთესო გუნდების მატჩის მასპინძლობა არაერთ ევროპულ ქალაქს სურდა, თუმცა საბოლოოდ თბილისზე შეჩერდა არჩევანი.
წინასწარი გეგმის მიხედვით, ევროპის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულების მატჩი და გრანდიოზული გალა-დაჯილდოება 2015 წლის 12 აგვისტოს გაიმართება.
გუნდები თბილისში ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ და შეხვედრისთვის მომზადების პარალელურად სპეციალურად მათთვის დაგეგმილ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.