"ღმერთო, არ არსებობს!" - რა კადრები გადაიღო დიდ დიღომში, ახალგაზრდა ქალმა საკუთარ ავტომობილში?
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
დიდი დიღომში, ვირთხების შემოსევაა. მღრღნელების სიმრავლეს განსაკუთრებით პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლები უჩივიან.
ფაქტის ამსახველ კადრებს ერთ-ერთ ადგილობრივი გვაწვდის. ვიდეოში ჩანს, რომ მღრღნელებმა ავტომობილში შეაღწიეს.
"ასფალტის და ხის ქვეშ მიწა არ არის, ვირთხების მთელი სამყარო ცხოვრობს იქ. უამრავი ვირთხაა, იმიტომ რომ ნაგვის ურნების ქვეშ მიწა არ არის, განცხადება დავწერე, მპირდებიან, რომ გააკეთებენ. გათხარონ, სანიაღვრეები გააკეთონ და ამოავსონ", - გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.