რას ამბობენ სკანდალურ ვიდეოზე, რომელიც "მუშთაიდის ბაღის" ტერიტორიაზე გახსნილ "დინო პარკშია" გადაღებული?
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ერთ-ერთმა პოსტმა „დინო პარკის“ გარშემო ხმაური გამოიწვია. მოქალაქე წერდა, რომ პარკში რუსულენოვანი წარწერებია განთავსებული, ადგილზე კი მომსახურე პერსონალის ნაწილი ქართულად ვერსაუბრობს.
პოსტში მოქალაქე განსაკუთრებულ უკმაყოფილებას რუსულენოვანი წარწერებისა და მომსახურების გამო გამოხატავს და წერს, რომ მსგავსი გარემო საქართველოს დედაქალაქში მიუღებელია.
სწორედ ამ პოსტის შემდეგ მივედით „დინო პარკში“, რათა ადგილზე გაგვერკვია, ვის ეკუთვნის ობიექტი და რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია რეალობას.
პარკის სალაროს თანამშრომელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ „დინო პარკი“ რუსულ კომპანიას არ ეკუთვნის და მისი მფლობელები მოლდოველები არიან.
ადგილზე დაგვხვდნენ მშობლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ პარკი ბავშვებისთვის საინტერესო სივრცეა და მათ, პირადად, პრობლემები არ შექმნიათ.
„დინო პარკი“ მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. გახსნას წინ რამდენჯერმე გადადებული თარიღი და მაღალი ფასების შესახებ უკმაყოფილებაც უძღოდა.