loader

როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ანი ნასყიდაშვილის მამის შეურაცხმყოფელ კომენტარს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ანი ნასყიდაშვილის მამის შეურაცხმყოფელ კომენტარს?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

"კუპატაძეების და ყველა მის სექტის წევრის დედას შე***ი" - ასე გამოეხმაურა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ანი ნასყიდაშვილის მამა, ლაშა ნასყიდაშვილი მისი შვილისთვის პატიმრობის მისჯას.

"ვახ! აი, ეს გარეწარი. აი, ასეთი ლექსიკონით საუბრობდა სწორედ მისი, არასრულწლოვანი, უდანაშაულო შვილი" გაბაშვილთან მიმოწერისას.ანი ნასყიდაშვილის დედამ, სასამართლოდან რომ მოვდიოდით, გაბმული სიგნალით მიგვახედა და მანქანიდან გვიყვიროდა. ხმა არ გვესმოდა, რადგან მინები აწეული ჰქონდა, მაგრამ იგინებოდა ალბათ ისიც. გარეწრები ესენი," - წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე და დაკავებული ანი ნასყიდაშვილის მამის შეურაცხმყოფელ კომენტარს ეხმაურება.

დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა განესაზღვრა. ასევე, ანი ნასყიდაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მასაც არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ, 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.

122-1780403488.jpg1-1780403499.jpg