ნიკა ქავთარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - "კარგი კაცი, კარგი ფეხბურთელი, ვერ ვიჯერებ, ორი ინფარქტი დამართნია"
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა - გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემები გახდა.
ჯაბა დვალის გარდაცვალებას ნიკა ქავთარაძე ეხმაურება:
"დილით, პოსტის დადება მინდოდა, უბრალოდ, გაიხსენეთ, ბოლო 10 წელიწადში რამდენი კარგი ადამიანი მოგვიკვდა ახლო წრეშითქო. მერე გადავიფიქრე, ხალხი ისედაც ცუდი ფიქრებით დამძიმებულია და რაღატომ დავუმატოთქო. ხოდა, უცებ ეს ამბავი ჯაბა დვალი - კარგი კაცი,
კარგი ფეხბურთელი. როგორ ყველას უყვარდა ჩემ ქალაქში, როცა “ზესტაფონში”, თამაშობდა. ვერ ვიჯერებ - ორი ინფარქტი დამართნია ზედიზედ…არ ვიცი, რა ვთქვა…ჯაბა, მადლობა ყველაფრისთვის!ნათელში იყოს შენი სული ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ზესტაფონს, მთელ საფეხბურთო საზოგადოებას და მთელ საქართველოს," - წერს ნიკა ქავთარაძე.