loader

"ერთი ავარია, 3 ახალგაზრდა სიცოცხლე..." - მარტვილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი ავარია, 3 ახალგაზრდა სიცოცხლე..." - მარტვილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

მარ­ტვილ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია და კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე, რომელიც ნაადრევად შეწყდა…

მარტვილში, სოფელ გაჭედილთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბაჩო ჯანჯღავა, სამწუხაროდ, კლინიკაში გარდაიცვალა. ამავე ავარიამ იმსხვერპლა მისი მეგობრები ლევან ბერიშვილი და ნიკა ფაილოძე.

დღეს უმძიმესი დღეებია არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის, არამედ მთელი სამეგრელოსთვის. სამი ახალგაზრდა ადამიანის დაკარგვა ტკივილია, რომლის გაზიარებაც სიტყვებით თითქმის შეუძლებელია. დარჩა შეწყვეტილი ოცნებები, აუხდენელი გეგმები და სიცარიელე, რომელსაც დრო ვერასოდეს შეავსებს.

ერთი ავარია, სამი ახალგაზრდა სიცოცხლე, სამი განადგურებული ოჯახი და სამი უდიდესი ტრაგედია. ტკივილი იმდენად მძიმეა, რომ სიტყვები მის გამოსახატავად უძლური ხდება. მშობლები შვილებს გლოვობენ, მეგობრები მეგობრებს, ხოლო მთელი საზოგადოება კიდევ ერთხელ დგას იმ სასტიკი რეალობის წინაშე, რომლის შეცვლაც უკვე შეუძლებელია.

რატომ, რატომ?!

ვუსამძიმრებ ბაჩოს, ლევანისა და ნიკას ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებსა და ყველას, ვისაც მათი დაკარგვა გულთან ახლოს მიაქვს. უფალმა დაუმკვიდროს მათ ცათა სასუფეველი, ხოლო მათი ოჯახები ამ მძიმე განსაცდელში გააძლიეროს.

ნათელი მათ ხსოვნას." - წერს ბერდია კალანდია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი მა­ღა­ზი­ის შე­ნო­ბას და­ე­ჯა­ხა, და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მძი­მე ტრავ­მე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ავა­რი­ის დროს, ად­გილ­ზე ორი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა და სა­ბო­ლო­ოდ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას სამი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.