loader

“შენ დედიკოს რა ეშველება უშენოდ გიო.." - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შენ დედიკოს რა ეშველება უშენოდ გიო.." - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

ახალგაზრდა სპორტსმენი ტრაგიკულად დაიღუპა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის სპორტულ საზოგადოებას.

ზოგი ადამიანი ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი ხასიათითა და დამოკიდებულებით დიდ კვალს ტოვებს. გიორგი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. მშვიდობით, ჩემპიონო…“, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

"საოცრად მიყვარდა ეს უსაყვარლესი ბავშვი...შენ დედიკოს რა ეშველება უშენოდ გიო.."

"მადლობას ვუხდიდი შენს დედას შენი გაზრდისთვის,სამძიმარი როგორ ვუთხრა" - წერენ ნაცნობები.