"დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ...": რა გადაწყვეტილება მიიღეს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ? - ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს [დიუშენით დაავადებული] ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე - შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით, მუშაობა დაიწყება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.