loader

"მოვახერხე მისი გადაღება" - რას უყვება "პალიტრავიდეოს" მშობელი, რომლის 14 წლის შვილის მიმართაც დიღომში, სკვერში უცნობმა კაცმა გარყვნილი ქმედება განახორციელა და რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვახერხე მისი გადაღება" - რას უყვება "პალიტრავიდეოს" მშობელი, რომლის 14 წლის შვილის მიმართაც დიღომში, სკვერში უცნობმა კაცმა გარყვნილი ქმედება განახორციელა და რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც არასრულწლოვნი გოგონას მშობელი "პალიტრავიდეოს" უყვება, უცნობმა კაცმა მისი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება დიღმის მასივში, მაიაკოვსკის პარკთან ახლოს განახორციელა. მშობელმა კაცისთვის ფოტოს გადაღება მოასწრო და პოლიციას მიმართა.

"2 ივნისს, დაახლოებით 1 საათზე, ჩემი 14 წლის ქალიშვილი მაიაკოვსკის პარკთან ახლოს, ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, სათამაშო მოედანზე იჯდა. ეს კაცი მიუახლოვდა მას, პენისი ამოიღო და მასთან ახლოს მასტურბაცია დაიწყო. ჩემი ქალიშვილი მაშინვე გაიქცა და დამირეკა.

მოვახერხე მისი გადაღება და შემდეგ პოლიციაში საჩივრის შეტანა.

გააფრთხილეთ თქვენი შვილები და თავად იყავით ფხიზლად! აუცილებლად შეატყობინეთ პოლიციას, თუ დაინახავთ"- გვიყვება მშობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.