საბავშვო ბაღის ეზოში შესული მასწავლებელი გველმა დაკბინა - რა დეტალები ხდება ცნობილი ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე?
ოზურგეთის ცენტრში, მეორე საჯარო სკოლის წინ, საბავშვო ბაღის ეზოში შესული მასწავლებელი გველმა დაკბინა. ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ინფორმაციას "TV პირველი" ავრცელებს.
მასწავლებელი სამედიცინო ჩარევისთვის ბათუმში გადაიყვანეს.
ტელეკომპანიის ცნობით, მასწავლებლის მდგომარეობა სტაბილურია.