loader

რა ხდება ამ წუთებში რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, სადაც ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა? - არის მსხვერპლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, სადაც ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა? - არის მსხვერპლი

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი, რის შედეგად ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინფო რუსთავის" ცნობით, ბავშვები გარდაბნის მუნოციპალიტეტის, სოფელი ქესალოს საჯარო სკოლის მე-2-ე კლასის მოსწავლეები არიან. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამოდენიმემ მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაშავებული ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ვიდეო სრულად იხილეთ ბმულზე>>>