loader

ფილარმონიიდან პარლამენტისკენ "შაბათის მარში" მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფილარმონიიდან პარლამენტისკენ "შაბათის მარში" მიმდინარეობს

„ერთად ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

შაბათის ტრადიციული მარშით, მოქალაქეები „საპოლიციო ძალადობას“ აპროტესტებენ.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის პოსტერები, ასევე საქართველოს, უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები.

მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდებიან. მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

ვიდეო: MO SE, Nana Malashkhia