loader

რა განცხადებები გაკეთდა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან და როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი სომხეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა განცხადებები გაკეთდა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან და როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი სომხეთში

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა უკვე მეშვიდე საათია მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 2 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი ამომრჩევლებს საღამოს 8 საათამდე მოემსახურება. სომხეთის მე-9 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და პარტიების ორი ბლოკი - იბრძვის.

პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8%. არჩევნებში საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირეს პოლიტიკურმა ლიდერებმა. მათ შორის, სამველ კარაპეტიანმა, რომელიც გადატრიალებისკენ მოწოდების ბრალდებით შინაპატიმრობაში იმყოფება.

სახლიდან საარჩევნო უბნამდე ის სასჯელაღსრულების ოფიცრებმა მიაცილეს. ბლოკი „ძლიერი სომხეთი’’; „სომხეთის ალიანსი’’ და „სამოქალაქო კონტრაქტი’’ - როგორც დასავლური მედია წერს, მთავარი კონკურენტები ზემოხსენებული სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკია.

ვიდეო: "პალიტრანიუსი"