loader

საგზაო წესებთან და ჯარიმებთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგზაო წესებთან და ჯარიმებთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები იგეგმება. ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებსაც.

ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საგზაო წესებთან დაკავშირებით რიგ შემთხვევებში უნდა შემსუბუქდეს მიდგომები და ჯარიმები.

„მინდა, გამოვყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რაზეც ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები. უმრავლესობის ფორმატშიც გავიარეთ კონსულტაცია, განსაკუთრებით იურიდიული კომიტეტი მუშაობს თემასთან დაკავშირებით.

კერძოდ, კონსულტაციები მიმდინარეობს ბატონ მამუკა მდინარაძესთან, ასევე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს შსს მინისტრთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ.

ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ჯერჯერობით კონსულტაციების რეჟიმში ვართ.

ალბათ, უკვე შემდგომი სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის, გარკვეული ცვლილებები უკვე გვექნება.

რატომაა ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო? პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში საგზაო წესებთან დაკავშირებით შემსუბუქდეს რიგი მიდგომები და რიგი ჯარიმები. უფრო სწორი იქნება, დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომა, კანონდარღვევაა და რამდენად პროპორციულია გადაცდომასთან მოქმედი ჯარიმები.

დამერწმუნეთ კონსენსუს აუცილებლად მივაღწევთ და საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის საზოგადოებას გავაცნობთ რა ცვლილებები დაიგეგმება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.