ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელსაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ ხელი სთხოვა - რა კადრებს აქვეყნებს ფეხბურთელი?
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ქვილითაიამ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა.
ქვილითაია საცოლის ფოტოს გამომწერებს "ინსტაგრამის" სთორიში უზიარებს და წერს - "და მან თქვა, კი".
როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ფეხბურთელის რჩეული ულამაზესი მოდელია სახელად სოფი. დამატებით დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
გიორგი ამჟამად საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშობს და "მეცის" ღირსებას იცავს. ეროვნული ნაკრების რიგებში მას 42 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

