"ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს" - მე-7 კლასის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა: რას ამბობენ ახლობლები?
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა - ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი აქვეყნებს.
"ჩემი მოსწავლე, ჩემი ლუკა ჩხიკვიშვილი, უფალს ებარებოდე შვილო…" - წერს სკოლის დირექტორი.
ახლობლის ცნობით, მოზარდმა ხელი მოიტეხა და ოპერაციის დროს გული გაუჩერდა.
დედამ, ნინო სიხარულიძემ რამდენიმე საათის წინ ოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ყველას ვერ გწერთ ჩემო ძვირფასებო. მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი გვერდში დგომა ბევრს ნიშნავს ჩვენთვის"- დაწერა ნინო სიხარულიძემ.





