loader

რას ამბობს ბავშვის დედა ბებიაზე, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ ატყდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ბავშვის დედა ბებიაზე, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ ატყდა?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

აქ­ტი­ვის­ტმა ბექა კვა­ჭან­ტი­რა­ძემ გუშინ, Tik-Tok ლა­ივიდან ვიდეოს მონაკვეთი გაავრცელა, სადაც ბე­ბია (ნინო გედენიძე) მცი­რე­წლო­ვან შვი­ლიშ­ვილს ეჩხუ­ბე­ბა და ბავ­შვი კი ტირის. სწო­რედ ის ბე­ბი­აა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ შვი­ლიშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, რამდენიმე თვეში კი გათავისუფლდა.

"ეს ბებია ხომ გახსოვთ? დაკავა ქუთაისის პოლიციამ, სასამართლომ კი მინიმლური სასჯელი მიუსაჯა! დღეს ისევ ლაივშია, ისევ ბავშვით ხელში, დანარჩენს ვიდეოში თქვენც ხედავთ!!! ძველი ვიდეო არ გეგონოთ, გუშინდელია! ბავშვის დედა თბილისშია, ბავშვი ქუთაისში "ბებიასთან". ქვედა ფანჯარაში ლაივშია დედაც ჩართული და რეაგირება არ აქვს! რა ხდება ამ ქვეყენაში? სადაა სამართალი?" - წერს ბექა კვაჭანტირაძე.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წა­იყ­ვა­ნეს, თუმცა დღეს ბავშვის დედამ Tik-Tok-ის ლაივში განაცხადა, რომ ბავშვი მასთან არის, დედამისს კი ჩიყვი აქვს და ამის გამო არის "ნერვიული".

ასევე იხილეთ: "ეს ბებია ხომ გახსოვთ? ძველი ვიდეო არ გეგონოთ, გუშინდელია" - რა კადრებს აქვეყნებს ბექა კვაჭანტირაძე?