loader

"ისეთ დღე­ში გაგ­ვა­ტა­რეს - რად უნ­დო­დათ კვად­როო... რო­დე­საც ეს მოხ­და, მე­გობ­რის შვი­ლი მყავ­და სტუმ­რად, ჩემი შვი­ლი უკან იჯდა... ბავშვი ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში ჰყავთ" - რას ჰყვება ავარიისას დაშავებული 8 წლის ბიჭის დედა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისეთ დღე­ში გაგ­ვა­ტა­რეს - რად უნ­დო­დათ კვად­როო... რო­დე­საც ეს მოხ­და, მე­გობ­რის შვი­ლი მყავ­და სტუმ­რად, ჩემი შვი­ლი უკან იჯდა... ბავშვი ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში ჰყავთ" - რას ჰყვება ავარიისას დაშავებული 8 წლის ბიჭის დედა?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

8 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც თე­ლავ­ში კვად­რო­ციკ­ლით ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა, კლი­ნი­კა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა. შემ­თხვე­ვა 4 ივ­ნისს მოხ­და, რა დრო­საც მარ­თვის და­კარ­გვის შე­დე­გად კვად­რო­ციკ­ლი კე­დელს შე­ე­ჯა­ხა.

ბავ­შვის დედა, ხა­ტია დუ­და­უ­რი, შვი­ლის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge-სთან დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"აპა­რატ­ზეა ბავ­შვი, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და სე­და­ცი­ის ქვეშ არის, ანუ ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში ჰყავთ. ტვი­ნი და­სი­ე­ბუ­ლია, მაგ­რამ ღმერ­თის წყა­ლო­ბით წარ­მა­ტე­ბით მი­დის, და­ჭი­მუ­ლი არ არის, ანუ რბი­ლია. რო­გორც ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ექი­მებ­მა ასე­ვე მი­თხრეს, რომ მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი ბევ­რი ვერ უძ­ლებს, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მი აქვს და კარ­გად მოგ­ყვე­ბაო. წნე­ვა­საც კი თვი­თონ ინარ­ჩუ­ნებს ბავ­შვი და და­მა­ტე­ბი­თი მე­დი­კა­მენ­ტი არ სჭირ­დე­ბა. ახლა ვე­ლო­დე­ბით, ცოტა შეღ­ვი­ძე­ბის მო­მენ­ტი ჰქონ­დათ დღეს. ხელ-ფეხი შე­სამ­ჩნე­ვად გა­ა­მოძ­რა­ვა. გონ­ზე არ არის ჯერ, წამ­ლე­ბის ქვეშ არის გაბ­რუ­ე­ბუ­ლი და უბ­რა­ლოდ ეცა­და წა­მო­ე­წია თავი, და ხვე­ლა და ისევ და­ა­ძი­ნეს. რეფ­ლექ­სებს აკ­ვირ­დე­ბი­ან ცხრა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სე­და­ცი­ის ქვეშ უნდა იყოს, რომ ტვინ­მა და­ის­ვე­ნოს. ჯერ მე­ო­თხე დღეა. მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმი­ტომ ჰყავთ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი რაც აქვს ბავ­შვს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, არ და­ი­ღა­ლოს. ტვინ­მა უნდა და­ის­ვე­ნოს და რო­გორ­მე აღ­დგეს. რო­გორც ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ბავ­შვებს ამ ასაკ­ში რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნა­რი კარ­გი აქვთ.

თე­ლავ­ში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში ახ­შა­ან­ში ვი­ყა­ვით. ორი შვი­ლი მყავს, მე­ო­რე უფ­რო­სი, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც კვად­რო გვყავს. იმ დღეს სახ­ლში ვი­ყა­ვით, მე­გობ­რის შვი­ლი მყავ­და სტუმ­რად. რო­დე­საც ეს მოხ­და, ჩემი შვი­ლი უკან იჯდა, სტუ­მარ­მა ბავ­შვმა სთხო­ვა, გა­მა­ტა­რე­ბი­ნეო. მან სა­ჭე­ზე თავი გა­ი­მაგ­რა და ჩემი შვი­ლი კე­დელს შე­ას­კდა. ისეთ დღე­ში გაგ­ვა­ტა­რეს. რად უნ­დო­დათ კვად­როო, ძა­ლი­ან კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბავ­შვია, კვად­რო­საც ატა­რებს, ენე­ბიც იცის და ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობს. ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი, არა­სო­დეს მარ­ტო არ ვტო­ვებ­დი, უბ­რა­ლოდ სულ ორი წუთი სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ვე­დი და სა­ნამ გა­მო­ვე­დი, ეს მოხ­და; ისიც სხვა იჯდა და მა­გი­ტომ" - ამბობს ბავშვის დედა. გაანგრძეთ კითხვა>>>