"რა ტყუილა მომიკლეს ბაღანე, ღმერთო" - ვრცელდება უმძიმესი კადრები ბათუმიდან, სადაც 12 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მოზარდი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან იყო, არსებული ინფორმაციით, ბიჭი ფეხბურთის თამაშის დროს დაშავდა, იგი ბათუმში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
ვიდეო: "TV პირველი"