loader

ცვლილებები მიღებულია - სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლისა და ავტომობილების იმპორტი აქციზისგან თავისუფლდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცვლილებები მიღებულია - სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლისა და ავტომობილების იმპორტი აქციზისგან თავისუფლდება

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravide

პარლამენტმა მესამე მოსმენით “ქართული ოცნების“ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის - მათ შორის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება.

“საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებები 72-ხმით, ერთხმად მიიღეს.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან არის გათავისუფლებული, თუმცა ანალოგიური შეღავათი აქციზის გადასახადზე არ ვრცელდება.

ინიციატორთა განმარტებით, ეს მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს ქმნის აქციზური საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში.

“მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობა და ნეიტრალურობა, სახელმწიფოს უწევს საკუთარი აქტივის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია და დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას საჭიროებს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.