loader

ცნობილია საქართველოს მოქალაქის ვინაობა, რომელიც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია საქართველოს მოქალაქის ვინაობა, რომელიც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში გარდაიცვალა

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს, ლუიზიანას შტატში მდებარე უინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ICE-ის წარმომადგენლების ცნობით, საქართველოს მოქალაქე საპატიმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდება“, - განაცხადა ICE-მა.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ნიუ ორლეანში თებერვალში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს, რომელიც „მიმართული იყო კომერციული ავტომობილების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ“. განაგრძეთ კითხვა>>>