loader

საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში - რას აცხადებენ უწყებაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში - რას აცხადებენ უწყებაში?

კიბერდანაშაულისა და კრიპტოვალუტის გათეთრების ბრალდებით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებაში მიიღეს მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის და პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლების ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კვიციანმა განაცხადა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით „Dark2Web“, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.