"ლენტი გავჭერი სქროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა...ჯღარკმა მიჩივლя და ორი სქრინია თქვენიო" - რას წერს მაია დარსმელიძე და რას პასუხობს ნინო ჯღარკავა გავრცელებულ ინფორმაციას
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
"ახლა დამირეკეს ტვ პირველიდან, თქვენ უჩივლეთ მაია დარსმელიძეს პოსტისთვისთოო? ახალ სამმართველოს დაუწყია მუშაობა და ქალბატონი დარსმელიძე დაუბარებიათ სასამართლოში, მე ოფიციალურად არ მივსულვარ და არ დამიწერია საჩივარი, აქვე მოვნიშნე შინაგან საქმეთა სამინიტრო და რეაგირებაც დროულად მომხდარა" - წერს ოცნების პროპაგანდისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
მანამდე, მომღერალმა მაია დარსმელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: "ვაშაააა, ლენტი გავჭერი სქროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა...ჯღარკმა მიჩივლя და ორი სქრინია თქვენიო.10 ივლისს რამეს ხომ არ გეგმავთ? 14:00 საქალაქო სასამართლოს 41 დარბაზი" - დაწერს მაია დარსმელიძემ.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის შექმნა მამუკა მდინარაძემ დააანონსა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ექვემდებარება და მუშაობა 1 ივნისს დაიწყო.