ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი კობახიძეს მიმართავს
"იკუ, ამხელა "პრემიერი" კაცი რომ განცხადებებს მიძღვნი სხვა რამეზე ხომ არ მეტყველებს? რატომ არ გკიდია რა ხდება რადიკალურ ოპოზიციაში" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
პრემიერის თქმით, პოზიციას არ აქვს შანსი ქართველ ხალხთან წარმატებას რომ მიაღწიონ. მისივე თქმით, "ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს".
"ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის თანამშრომლობა, ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ხალხს თავი?! - ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს"- განაცხადა კობახიძემ.