loader

"მთავარი ამბავი იცით, რა არის "ქოცებო"? - ნიკა გვარამია "TV პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავარი ამბავი იცით, რა არის "ქოცებო"? - ნიკა გვარამია "TV პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

"მთავარი ამბავი იცით, რა არის "ქოცებო"? თქვენს ვირთხას რომ ეს კადრები გამოაქვს!" - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და "TV პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება.

ცნობისთვის, "TV პირველმა" გადაცემის- "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსი გაავრცელა, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს ასახავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობის კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ.

როგორც შსს-ში განმარტავენ, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

"აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1-1781331493.png