loader

,,მოხდა ის, რისიც მეშინოდა..." - რა ხდება ცნობილი ხაშურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

,,მოხდა ის, რისიც მეშინოდა..." - რა ხდება ცნობილი ხაშურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

"ქართლის ამბების" ინფორმაციით, ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს.

მსხვერპლით დასრულდა ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებული დაპირისპირება, რომლის გამოც ადვოკატი ირინა ფერაძე პოლიციის რეაგირებას დიდი ხანია ითხოვდა.

წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია კომპანია ,,ბილტმორის" ორი წარმომადგენელი.

თვეზე მეტია კილაბერიძეების კარიერიდან ,,ბილტმორის" წარმომადგენლებს ქვიშა-ხრეში გაჰქონდათ. კილაბერიძეები ითხოვდნენ წიაღისეულის ქურდობის შეჩერებას.

,,მოხდა ის, რისიც მეშინოდა. დიდი ხანია ვითხოვდი პოლიციის რეაგირებას. პოლიციას რომ დროულად ემოქმედა, ეს ამბავი არ მოხდებოდა. მაცნობეს, რომ მკვლელობა ბრალდება ნიკა კილაბერიძეს. დეტალებს გავარკვევ, რა მოხდა"- უთხრა "ქართლის ამბებს" ირინა ფერაძემ.