loader

მომღერალი ადელი ორსულადაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომღერალი ადელი ორსულადაა

მომღერალი ადელი ფეხმძიმედაა. ეს ექსკლუზიური ინფორმაცია თავად ვარსკვლავმა საკუთარი ვებსაიტის საშუალებით გაავრცელა.

"ახალი ამბები მაქვს! მე და საიმონი პირველ შვილს ველოდებით. მსურდა, ეს ამბავი პირადად ჩემგან გაგეგოთ. მე და საიმონი სიხარულისგან მთვარეზე დავფრინავთ. მსურს გთხოვოთ, ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მომენტში განმარტოების საშუალება მოგვცეთ. თქვენი ადელი", - მომღერალმა ეს ტექსტი ვებსაიტზე დაწერა.

ადელის საყვარელი - ბიზნესმენი საიმონ კონეცკია. მომღერალმა ჟურნალ People-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 3 ვაჟის გაჩენა უნდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე