loader

"ამ სასამართლოს ველოდები, რომ ეს განცხადება გამეკეთებინა... მდინარაძის შუამავალი იყო ჩემთან..." - რა თქვა ელისო კილაძემ სასამართლოში და რას ამბობენ მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ სასამართლოს ველოდები, რომ ეს განცხადება გამეკეთებინა... მდინარაძის შუამავალი იყო ჩემთან..." - რა თქვა ელისო კილაძემ სასამართლოში და რას ამბობენ მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ასეთ მდაბიო „ფეიკ“ განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება, - ასე უპასუხეს „ინტერპრესნიუსს“ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში, ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ სასამართლო სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

შესაბამისი კითხვით „ინტერპრესნიუსმა“ პრესსამსახურს მიმართა.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის „გაშავებას“ რომ დათანხმებოდა, პრობლემები არ შეექმნებოდა. მისივე თქმით, ამ საქმეში არ არის არცერთი ნეიტრალური მოწმე და ყველა მოწმე არის დაკავშირებული მამუკა მდინარაძესთან.

"ამ საქმის ანატომია, სქემა ეწყობა ისე, რომ მე გავხდი კონკრეტული თანამდებობის პირის, მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი. როდესაც მამუკა მდინარაძე სუს-ში მივიდა, მაშინვე დაიწყო ამ საქმის შეკერვა. ამას ჰქონდა მთელი რიგი წინაპირობა. რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, ჩვენთვის პირველივე დღიდან იყო ცნობილი მოწმეების ვინაობა. არცერთი ფაქტი ჩვენი ოჯახის წევრებიდან არ ყოფილა არცერთ მოწმეზე რაიმე ფორმატით ზემოქმედების.

[...] ერთი ადამიანი, იყო შუამავალი მდინარაძის ჩემთან და მთავაზობდა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების გაშავებას გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. ამ სასამართლოს ველოდები, რომ ეს განცხადება გამეკეთებინა: კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური და უჩა მამაცაშვილი, ამ ადამიანების „გაშავებას“ რომ დავთანხმებოდი გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მე პრობლემები არ შემექმნებოდა.

ამ საქმეში არ არის არცერთი ნეიტრალური მოწმე. ყველა მოწმე არის დაკავშირებული მამუკა მდინარაძესთან. მივიდა თუ არა სუს- ში მაშინვე დაიწყო ამ საქმის შეკერვა. იმდენი ლაფსუსი გაეპარა და ისე ჩაყარეს ჩვენებები, არც კი უფიქრიათ, რომ შედეგობრივი კავშირი ყოფილიყო“, - განაცხადა ელისო კილაძემ.