რა თქვეს ირაკლი კობახიძემ და ალექსანდარ ვუჩიჩმა ერთობლივ ბრიფინგზე?
დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი, რომელიც მტკიცედ ზრუნავს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვაზე, განმტკიცებაზე და მაქსიმუმს აკეთებს სერბი ხალხის კეთილდღეობისთვის - გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღსანიშნავია, რომ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტია საქართველოში.