"ამ წუთას გავიგე... ასეთი სიგიჟე გაუგონარია" - ნიკა გვარამია
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
"მედიიდან გავიგე ამ წუთას, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის ფბზე მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ.
არც გიორგი გედენიძე ვიცი, და არც შეურაცხყოფა მისგან. და მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო “იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე?
თან ის ხელისუფლება, რომ მაშანტაჟა, 4ჯერ დამიჭირა, ჩასაფრებები მომიწყო, ჩემი ფოტოები გამოაკრა ყოველი არჩევნების წინ მთელ თბილისში, ცოლშვილი ფარულად გადაიღო და მერე ვიდეო გამომიგზავნა და ვინ მოთვლის კიდევ. ასეთი სიგიჟე გაუგონარია," - წერს ნიკა გვარამია.
გვარამიას მიმართ საჯარო სივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელ „Facebook“-ში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო მოქალაქე გიორგი გედენიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა